პაატა ზაქარეიშვილი - ეს სკანდალი: "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც ალიევისაგან მოისმენდა და იტყოდა - ალიევმა რაღაც მესიჯები ჩამოიტანა, რაც არ უნდოდათ, რომ ზედმეტ ადამიანს გაეგო

ეს სკანდალი - "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც ზურაბიშვილი ალიევისაგან მოისმენდა და იტყოდა - აშკარად ჩანს, რომ არ უნდოდათ, პრეზიდენტს გაეგო, რაზე იქნებოდა საუბარი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაფასა, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.

მისივე თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს შეგნებულად არ შეატყობინეს და იგნორი გაუკეთეს.

კითხვაზე, თუ რატომ არ უნდოდათ ზურაბიშვილი ალიევს შეხვედროდა, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტი საუბრის თემების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდა.

"იტყოდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი უფრო პატრიოტია და უფრო წუხს საქართველოზე, ვიდრე მთავრობა. აწუხებს, რაც ქვეყანაში ხდება. პასუხისმგებლიანი ადამიანია - პრეზიდენტია ბოლო-ბოლო. აშკარად რაღაც ხდება ისეთი, რის გამოც მერე მასაც მოვთხოვთ პასუხს, შეიძლება არასამართლებრივს, მაგრამ პოლიტიკურს, ამიტომ არ ჩააყენეს საქმის კურსში. ეს სკანდალი - "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც იტყოდა, რასაც ალიევისაგან მოისმენდა. დააკნინეს სახელმწიფო, " - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ის რომ ზურაბიშვილი ალიევს არ შეახვედრეს ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა.

"ფორმალურად, სულ ცოტა 15 წუთი მაინც უნდა შეხვედროდა ზურაბიშვილი პრეზიდენტ ალიევს. პრეზიდენტი პრეზიდენტს ხვდება. ის, რომ არ შეახვედრეს, ეს ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ მან არ იცოდა," - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ქცევაა და ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ ალიევმა რაღაც მესიჯები ჩამოიტანა, რაც არ უნდოდათ რომ ზედმეტ ადამიანს გაეგო.

„აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი ხვდება, რომ ეს ქვეყანა არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რის გამოც მიდის ევროპაში. ასე სახელმწიფო არ იმართება, ეს სახელმწიფო არაა. ანუ არასწორი, არაადეკვატური ქცევაა," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, "სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა" და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო