გია ვოლსკი - განგებ სახალხო დამცველობის ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი, რომლებზეც ვიცით, რომ მყარი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, რასაც უკიდურესად უხეშ, უზრდელურ და ხეპრულ ფორმებში გამოხატავდნენ

რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო შეთანხმებით განგებ ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი, რომლებზეც აპრიორი ვიცით, რომ მყარი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, ხოლო ამ პოლიტიკურ პოზიციას უკიდურესად უხეშ, უზრდელურ და ხშირ შემთხვევაში, ხეპრულ ფორმებში გამოხატავდნენ, - აღნიშნული შეფასება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით გააკეთა.

ვოლსკის თქმით, “საკომიტეტო მოსმენებმა უკვე დაგვანახა, რომ განგებ ისეთი კანდიდატები არიან წარმოდგენილი, რომ შეთანხმება არ შედგეს“.

“საკუთარი პოზიციით უმრავლესობის პოზიციასთან დაპირისპირება ნორმალურია, მაგრამ მანერა, ის რაზეც საუბრობდნენ, მათი პოლიტიკური პოზიცია და ხშირად უკმეხი თუ ხეპრული გამონათქვამები, რომელიც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან აქვთ გაკეთებული, იმას მოწმობს, რომ როგორ ძლიერიც არ უნდა იყოს დეპოლარიზაციის მონდომება, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მას არანაირი საერთო კანდიდატის შერჩევა არ სურს - არანაირი შეთანხმება, შერიგება, მორიგება თუ პოლიტიკური თანხმობა მათ დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო