პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების „გირჩი" და მოქალაქეები" წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისას, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ამ პროცესში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის როლზე ისაუბრეს.

„ელჩს აინტერესებდა ჩვენი ხედვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატს ზუსტად აქვს გაგებული ის პრობლემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახლა აწუხებს. მისი „მესიჯები“ იყო ძალიან ცხადი და გასაგები - ფრთხილად გამოვიყენოთ შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელიც გაჩნდა. ელჩს პოლიტიკური სპექტრისგან აინტერესებდა პასუხი კითხვაზე, გვესმის თუ არა რა პროცესში ვიმყოფებით და ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანას გაგვაჩნია", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა