სახალხო დამცველობის კანდიდატი -  სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ფიგურა, რადგან პოლიტიკურ გავლენას ახდენს

ჩვენ გვინდა, რომ ომბუდსმენი იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ასე არ გამოდის, დღესდღეობით ეს ასე არ არის და არც არასდროს ასე არ იქნება ,- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ევგენია თავაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ინტერვიუს მიმდინარეობისას განაცხადა.

ევგენია თავაძე, ამასთან, მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის პოზიცია არის პოლიტიკური თანამდებობა, რადგან ის გავლენას ახდენს პოლიტიკაზე და უნდა აკეთებდეს კიდეც პოლიტიკურ განცხადებებს.

“სახალხო დამცველის პოზიცია არის პოლიტიკური თანამდებობა, იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები, ყველაფერი რასაც ეხება ეს ფუნქციები, უნდა ახდენდეს პოლიტიკაზე გავლენას, ქმნიდეს ფონს.

დღეს თუნდაც სახალხო დამცველის მიკერძოებული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ, ქმნის პოლიტიკურ ფონს საზოგადოებაში - გაუმართლებელი დაცვა, მიკერძოება. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს, მაგრამ ეს პოლიტიკური განცხადება უნდა იყოს კანონსა და კანონის უზენაესობაზე. ის არის პოლიტიკური ფიგურა, იმიტომ, რომ ახდენს პოლიტიკურ გავლენას. მე არ ვამბობ, რომ ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ ის ისეთ დოკუმენტაციას ადგენს, ისეთ დასკვნას აკეთებს, ისე სთავაზობს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, პროკურატურას, სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომელიც ქმნის ფონს, პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. ჩვენ გვინდა, რომ ომბუდსმენი იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ასე არ გამოდის, დღესდღეობით ეს ასე არ არის და არც არასდროს ასე არ იქნება“,- განაცხადა ევგენია თავაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენდა. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილსა და თინათინ ერქვანიას.

ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების მსურველთა მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა