„ბლიც დენტალ – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ 4 წლისაა

„ბლიც დენტალ – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ 27 ოქტომბერს 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. სტომატოლოგიური კლინიკა 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს. ამის დასტურია ლოიალური მომხმარებლების ის დიდი რაოდენობა, რომელიც „ბლიც დენტალმა“ ამ პერიოდის განმავლობაში შეიძინა.

კლინიკა მულტიპროფილურია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ, ესენია: თერაპია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, გნათოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი თავდაჯერებული ღიმილის შექმნაა, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო, ესენია: მაღალკვალიფიციური და მუდმივად განათლების პროცესში ჩართული ექიმები, უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა.

თავად პაციენტებისთვის კი, როგორც თავად აღნიშნავენ აქ უკვე 22-ე საუკუნეა, არსებული მომსახურების, პროფესიონალების და შედეგის გათვალისწინებით.

კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში. Dentsply Sirona გახლავთ მსოფლიოში მოწინავე გერმანული, პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია. თანამშრომლობის შედეგად „ბლიც დენტალ–კახაბერ ხარებავას კლინიკა“ სრულად აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით. მეორე მხრივ, ექიმების დატრენინგება გერმანელი ექსპერტების მიერ ხდება.

„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავა კლინიკა“ სრულად ციფრული აპარატურით მუშაობს. ეს გახლავთ CEREC სისტემა (ცერეკ), რომელიც საშუალება იძლევა, დაზიანებული კბილის მაქსიმალური სიზუსტით ერთ ვიზიტში აღდგეს. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით პროცესი სრულად გაციფრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტავრაციები, როგორიცაა: გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი კონსტრუქცია და ა.შ. იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას.

კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში, იგი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლის 10:00 – 21:00 საათი, ხოლო შაბათ-კვირას 10:00-დან 19:00-მდე. კლინიკას, ასევე, აქვს საკუთარი პარკირების სივრცეც.

(R)

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს