ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე - თუ ისევ იმ პრაქტიკას მიჰყოფენ ხელს, რომ ჩუმად უნდა შეაცურონ რეზოლუციაში ჩანაწერი, ამის ოსტატები არიან, ამაში დაოსტატებული რამდენიმე თანამზრახველი ევროკავშირშიც ჰყავთ

თუ ისევ იმ პრაქტიკას მიჰყოფენ ხელს, რომ ჩუმად უნდა შეაცურონ რეზოლუციაში ჩანაწერი, ამის ოსტატები არიან, ამაში დაოსტატებული რამდენიმე თანამზრახველი ევროკავშირშიც ჰყავთ - საქართველო თავის გზით მიდის, მაგრამ არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს“.

ამასთან, მისი თქმით, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„ეს დაუცხრომელი სამეული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს ინტერესები დააზიანოს, ტყუილ - მართლის ერთმანეთში არევით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. 12 რეკომენდაციის შესრულებაში ამ სამეულმა არანაირი წვლილი გარდა დაზიანებისა, არ შეიტანა. არც ვაშაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი არც ერთ სამუშაო ჯგუფში ჩართული არ იყო, არც ერთ საკომიტეტო მოსმენაზე რაიმე პოზიცია რომელიმე რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ, დანარჩენ ორზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებმაც საერთოდ პარლამენტი დატოვეს იმ მიზნით, რომ საბოტაჟი ბოლომდე გაეგრძელებინათ პარლამენტარიზმისა და დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, მორალური საფუძველი მათი ამ განცხადებებისა, ამაზე დგას - მაქსიმალური საბოტაჟი ყველგან და ყველაფერში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

კიდევ ერთი ტყუილი - ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ არა ამა წლის დეკემბერში მოხდებოდა შეფასება და კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა, არამედ მათივე გადაწყვეტილებით ეს გადაიდო 2023 წლის შემოდგომისთვის. ამ პროცესის გარკვეული ლოგიკური დასასრული უნდა იყოს 2023 წლის ოქტომბერი ან შემოდგომის პერიოდი. რაც შეეხება დამაზიანებელ რეზოლუციას, რომელსაც ასე გულმოდგინედ აგროვებენ ეს ადამიანები, თუ ისევ იმ პრაქტიკას მიყოფენ ხელს, რომ სადღაც ჩუმად უნდა შეაცურონ რეზოლუციაში რაიმე ჩანაწერი, ამის ოსტატები არიან, რამდენიმე ამაში დაოსტატებული ევროკავშირშიც ჰყავთ თანამზრახველი გამოძებნილი. საქართველო თავის გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს.

მან ისაუბრა ბრიუსელში „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ვიზიტზე და განაცხადა, რომ მას აქვს რეზოლუციის პროექტის შინაარსი, რომელიც ძალიან მძიმეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა