გიგა ბოკერია - ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება, ოღონდ ჯერ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ის ქვეყნის შიგნით

ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება, ოღონდ ჯერ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ის ქვეყნის შიგნით, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოლდოველი ოლიგარქის, ვიქტორ პლახატნიუკის დასანქცირებას.

ბოკერიას თქმით, თავდაპირველად პლახატნიუკი ქვეყნის შიგნით „დემოკრატიულ და პროდასავლურ ძალებთან დამარცხდა“.

„უნდა გვახსოვდეს, რომ პლახატნიუკი ჯერ ქვეყნის შიგნით დამარცხდა დემოკრატიულ პროდასავლურ ძალებთან და შემდეგ ამას მოჰყვა კიდეც დასავლეთისგან სანქციები. დღეს ის არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი მოხდება, ოღონდ ჯერ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ქვეყნის შიგნით და მერე იმის მიხედვით თუ რამდენად უფრო მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, მით უფრო მძიმე იქნება მისი ხვედრი თავისუფალი სამყაროს მხრიდან სანქციებისა და დევნის სახით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახატნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა