მარიკა არევაძე ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე - მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების სტანდარტი, რაც ალუდა ღუდუშაურის მიერ დასმული კითხვების ტონში და პათოსში იგრძნობოდა

სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ეხმაურება.

როგორც არევაძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ტოვებს განცდას, რომ პროცესი კონსენსუსისკენ არ არის მიმართული.

„მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და ამ პროცესის პირველ დღეს.

მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ მთავარი კითხვები მიმართული უნდა ყოფილიყო ხედვებზე, ინსტიტუციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. სამწუხაროდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება და ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა. აღნიშნული კი ტოვებს განცდას, რომ პროცესი არ არის მიმართული კონსენსუსისკენ.

ცალკე მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების სტანდარტი, რაც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის მიერ დასმული კითხვების ტონში და პათოსში იგრძნობოდა, რომელიც მიმართული იყო პირადად ჩემი აზრის გამოხატვის თავისუფლებაში შეჭრისკენ და მიზნად ისახავდა ჩემთვის პასუხის მოთხოვნას, იმისათვის, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული მქონდა პირადი მოქალაქეობრივი პოზიცია. ასევე უნდა ითქვას, რომ პოსტები ამოღებული იყო შერჩევითად, წარმოჩენილი იყო კონტექსტის გათვალისწინებისა და კონკრეტული მოვლენის გარეშე. მთელი ამ „დაკითხვის“ პროცესში მე ვინარჩუნებდი ჩემთვის ჩვეულ სიმშვიდეს და ვიყავი გაწონასწორებული ჩემს პასუხებში თუკი პასუხის გაცემის საშუალება მეძლეოდა. მე ვინარჩუნებდი ჩემს სტანდარტს, ვინაიდან მთელს ამ პროცესში, მე ვერ მივცემდი თავს დეპუტატის სტანდარტზე დაცემის უფლებას. მიმაჩნია, რომ არამხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ სახალხო დამცველობის კანდიდატის სტატუსის მქონე პირიც კი უნდა მოქმედებდეს უმაღლესი სტანდარტით და მიუხედავად ზეწოლისა და წნეხისა, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, ვერ ახდენდეს მასზე გავლენას.

აქვე ცალკე აღნიშვნას იმსახურებს დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის „ფეისბუქ“ გვერდზე ჩემს მიმართ გამართული „დაკითხვის“ ამსახველი ვიდეოს მონაკვეთის განთავსება და იქ არსებული კომენტარები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აღშფოთებას ჩემს მშვიდ და გაწონასწორებულ რეაქციაზე და იმის მცდელობას, რომ გამარჯვებულად წარმოჩინდეს მისი მხარდამჭერებისა თუ თანამოაზრეების წინაშე.

აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის „ფეისბუქ” გვერდზე გაბედა და ერთის მხრივ ობიექტურად შეაფასა ვითარება, ხოლო მეორეს მხრივ დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა.

და ბოლოს, მადლობა ჩემგან დეპუტატებს ალუდა ღუდუშაურს, ირაკლი შატაკიშვილსა და გურამ მაჭარაშვილს, ჩემი კომპეტენციის, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების აღიარებისთვის, რადგან ამ კუთხით მათ კითხვები არ ჰქონიათ“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა