ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან, უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გამორჩეული მხარდამჭერია

დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გამორჩეული მხარდამჭერია. შესაბამისად, ამ ვიზიტს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ საფეხურზე გადავა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

„ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წლების განმავლობაში, გვექნება ახალი კონკრეტული იმპულსები, რომლითაც კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ორი ქვეყანა, კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა", - განმარტა დარჩიაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ისევე როგორც თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, იქნება საქართველოსა და უნგრეთს შორის კავშირების გაძლიერების პრიორიტეტული მიმართულებები.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და სიღრმისეული განხილვები, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობები გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო დინამიკური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა გვექნება. ჩვენ გვეიმედება უნგრეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარდამჭერი. იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გააგრძელოს თავისი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით სვლა, უნგრეთი, სხვა პარტნიორებთან ერთად, იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა, ძალიან შედეგიანად შეძლებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას და დახმარებას", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა