აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმროში, სადაც მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში”, სადაც მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით თავის აფეთქება სცადა, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.

ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია. დაზიანების კვალი შენობის მხოლოდ იმ ნაწილს ეტყობა, სადაც აფეთქება მოხდა - ჩამსხვრეულია სასტუმროს ნომრის ფანჯრები.

შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც “ინტერპრენსიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო