ლევან ბეჟაშვილი - პარტიების მათემატიკური გაერთიანება შედეგის მომტანი არ იქნება - ჩვენ, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, მივესალმებით პატარა პარტიების გაერთიანებას, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ

პარტიების მათემატიკური გაერთიანება შედეგის მომტანი არ იქნება - ჩვენ, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, მივესალმებით პატარა პარტიების გაერთიანებას, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას" გაერთიანების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და უპასუხა კითხვას გაერთიანებაში "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციური პარტია თავის ელექტორალურ სეგმენტზე მუშაობდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა მიესალმება პატარა პარტიების გაერთიანებას, რადგან მნიშვნელოვანია იყოს სხვა ძლიერი პარტიებიც, ამიტომ ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, ყველანაირად წავახალისებთ მათ გაერთიანებას და საერთო თანამშრომლობას, რომ მოვახდინოთ "ქართული ოცნების" დემონტაჟი.

ოპოზიციური პარტიების მათემატიკური გაერთიანება, ბუნებრივია შედეგის მომტანი არ იქნება, მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციური პარტია თავის ელექტორალურ სეგმენტზე მუშაობდეს. ჩვენ, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია მივესალმებით პატარა პარტიების გაერთიანებას, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ, უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია როგორ დავამარცხოთ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ოლიგარქიული რეჟიმი, იმავდროულად ვიმუშაოთ ჩვენს ელექტორალურ სეგმენტზე და მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზება და ჩართვა ამომრჩევლების პოლიტიკურ პროცესში,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა