კელი დეგნანი - პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის

ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის.

„თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე იქნება მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის.

„რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საკითხი, რომელსაც აგვარებს აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. 2018 წელს განხორციელდა მიზანშეწონილობის შესწავლა. ვფიქრობ, მთავარი ის არის, თუ რამდენად სწრაფად შეგვეძლია წარმატების მიღწევა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობებს, დავეყრდნოთ იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს აქვთ და გავაფართოოთ ეს ურთიერთობები. შემოვიტანოთ მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და მეტი ქართული ბიზნესი შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, ეს კარგია ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს