შალვა პაპუაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე და საქართველოში ევროკომისიის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესი დეტალურად მიმოიხილეს.

ასევე განიხილეს ევროკავშირის მოსაზრებები და მოლოდინები ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციებზე მუშაობას წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით დაასრულებს. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ აგრეთვე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის სხვა საკითხებზე, მათ შორის ხაზი გაუსვეს უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეკომენდაციების შესრულების პროცესში“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო