ირაკლი ქადაგიშვილი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს სტეფან მაკკორმის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, კომიტეტის წევრები გიორგი კახიანი და გენრიეტა წიწავა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო საქმიანობაზე.

“კომიტეტის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული სამუშაოს თაობაზე. საუბარი შეეხო იმ ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა.

სტუმარმა ქართველ კანონმდებლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის პარლამენტის გამოცდილება გაუზიარა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა