გია ვოლსკი - "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" იმ სტრატეგიულ ამოცანას მიჰყვებიან, რომელიც თავის დროზე დიდმა ბელადმა დაუსახა -  შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" იმ სტრატეგიულ ამოცანას მიჰყვება, რომელიც თავის დროზე მათ დიდმა ბელადმა დაუსახა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება! - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი აღნიშნული სამი პარტიის შესაძლო გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვაზე.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ამ პარტიათა ლიდერების პოლიტიკური იმიჯის პოზიტიურისკენ შეცვლას არ ელის.

"გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმიტომ არ შედიოდა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები, უცნობი მოჭიდავეები დარაზმულები იყვნენ, რომ დარბაზში შევიდოდა თუ არა, მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. ადამიანი ამას რომ იტყვის, აქედან ორი აზრის გამოტანა შეიძლება - ან არაადეკვატურია, რადგან ჩვენთან ერთი მოჭიდავეა და არა თუ უცნობი, არამედ მთელი მსოფლიო იცნობს, ოლიმპიური ჩემპიონია, სერიოზული კაცია და მაღალი დონის პროფესიონალია. ე.ი. გიორგი ვაშაძე გონებრივად არაადეკვატურია. მეორე ვარიანტია ის, რომ ვინც საქართველოს პარლამენტის შემადგენლობას არ იცნობს, შთაბეჭდილებას უქმნის, რომ აქ ჩვეულებრივი ამბავია ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს შარლატანობაა, რაც არ მგონია, რომ წარმატებული იყოს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისთვის. ეს არის "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელსაც არცერთი სტრატეგიული გეგმა ან მოსაზრება არ წარუდგენია.

ზურაბ ჯაფარიძემ ორგანიზება გაუკეთა უგვანო საქციელს, თითქოსდა, ოკუპანტის დასამცირებლად. სინამდვილეში საკუთარი თავი წარმოაჩინა, თუ რას წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის რესურსი, რომელიც მას გააჩნია. მოუწოდებს ახალგაზრდებს გარყვნილებისაკენ და აქედან ფულის შოვნის შესაძლებლობისკენ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, დღემდე რუსეთის წინააღმდეგ რაღაც განცხადებებით გამოდის და რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს.

თუ ეს სამი ადამიანი რაიმე სიკეთეს ჩამოაყალიბებს კონკრეტული პროგრამის სახით, რასაკვირველია, საზოგადოებამ უნდა მოიწონოს და ისეთი დაბალი რეიტინგი არ უნდა ჰქონდეთ, რაც დღეს გააჩნიათ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა