დაზარალებული არასრულწლოვნის დედის განცხადებით, ბევრი ბრძოლა დასჭირდა, რომ გორის მერის ყოფილი მოადგილის, ყოფილი მოსამართლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო

დაზარალებული არასრულწლოვნის დედის განცხადებით, ბევრი ბრძოლა დასჭირდა, რომ გორის მერის ყოფილი მოადგილე, ყოფილი მოსამართლე ალექსი მარიამიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.

„მადლობა სასამართლოს და მოსამართლეს ამ განაჩენისთვის, მადლობა ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტებს, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, ბევრი ვიბრძოლეთ, იმედი აღარც კი მქონდა“, - ამის შესახებ გორში დაზარალებული არასრულწლოვნის დედამ განაცხადა.

გორში, ბავშვის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე გამოძიება 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. წელიწადნახევრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და არასრულწლოვანზე მოძალადეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

ბრალდებული ალექსი მარიამიძე სხვადასხვა წლებში გორის მერის მოადგილის, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთოერთობის სამსახურის უფროსის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის პოზიციას იკავებდა.

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინფორმაციით, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვების მიმართ ღირსების შემლახავ არაადამიანურ მოპყრობას.

„გიორგიმ თანატოლთან ერთად მეზობლის ხილი უნებართვოდ მოკრიფა, რის გამოც ხილის მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, მეორე ბავშვი კი ხიდან ძალით ჩამოათრია, სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. ძალადობის ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც გიორგი დასაჯა და ღირსება შეულახა. ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით აწარმოებს. აღნიშნულ საქმეზე ბავშვის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლომ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით (ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია მე-3 მუხლი - წამებისგან დაცვა)", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა