გიორგი ამილახვარი - ოპოზიციას არ აქვს საფუძველი, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს, გარდა პოლიტიკურისა - იციან, რომ კანონი შეეხება რამდენიმე პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს თუ მედიასაშუალებებს

ოპოზიციას ბუნებრივია, არ აქვს არანაირი არგუმენტი და საფუძველი, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს, გარდა ერთისა, რომელიც არის პოლიტიკური - მათ იციან, რომ ის ინდიკატორი და კრიტერიუმები, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ კანონპროექტში, შესაძლოა და შეეხება რამდენიმე პირს, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყება.

„ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი და „ქართული ოცნება“ როგორც ყველა სხვა დანარჩენს, ამ პუნქტსაც ზედმიწევნით ასრულებს. დღეს ვიწყებთ უკვე შემუშავებული კანონპროექტის განხილვას. ეს კანონპროექტი დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც მოწონებულია თავის მხრივ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ოპოზიციას ბუნებრივია, არ აქვს არანაირი არგუმენტი და საფუძველი, რომ არ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს, გარდა ერთისა, რომელიც არის პოლიტიკური. მათ იციან, რომ ის ინდიკატორი და კრიტერიუმები, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ კანონპროექტში, შესაძლოა და შეეხება რამდენიმე პირს, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს. სწორედ ეს არის და შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს. სხვა დანარჩენი სამართლებრივი, თუ სხვა არგუმენტაცია მათ უბრალოდ არ გააჩნიათ,“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა