ეკა გიგაური - ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს, შემომწირველები კი ზოგჯერ იმაზე მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ქვეყანაში რუსული გავლენების, პარტიების დაფინანსების წყაროების, ფინანსებზე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის თაობაზე დისკუსიას მართავს.

ღონისძიებაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, პრობლემაა ის, რომ ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს და ზოგჯერ შემომწირველები იმაზე მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

„ჩვენ ვიცით, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა გარკვეულწილად არის გამჭვირვალე, წლების წინ ეს სისტემა ჩამოყალიბდა და პრინციპში ვიცით, რომ ყველა პარტია აგზავნის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ის გამოწვევები, რომელზეც ერთად გვინდა ვისაუბროთ, თუ როგორ შევებრძოლოთ ამ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ გამოწვევების წინაშე არ დადგეს ქვეყანა“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება ე.წ შავ ფულს, ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.

„როცა საქმე „შავ ფულს“ შეეხება, ეს არის ის ფული, რომლის წარმომავლობა არ ვიცით“, - განაცხადა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო