გიორგი ვაშაძე - სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველობის 3 კანდიდატი დაასახელა, ამ სამის მიღმა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, ის არის "ქართული ოცნების" სატელიტი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დააზიანოს და ფარსი შექმნას.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 3 კანდიდატია სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, რასაც მხარს უჭერს. ვაშაძის თქმით, ამ 3 კანდიდატის გარდა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, "ქართული ოცნების" სატელიტი იქნება.

"ერთ-ერთი კითხვა არის, რატომ შეიქმნა ის ფარსი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, რომელიც დღეს გვაქვს. მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად ვთქვა, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის მათ მიერ შეთითხნილი პროცესი, რომ როგორმე დააზიანონ შერჩევის მექანიზმი, გონება აურიონ საქართველოს მოქალაქეებს და კაცმა ვერ გაიგოს, რა შედეგზე გავიდა. 3 კანდიდატი არის სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, ჩვენ სამივეს მხარს ვუჭერთ. ამ სამიდან თუ რომელიმეს მხარს დაუჭერენ, ის უნდა გავიდეს. ამ სამის მიღმა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, პირდაპირ და ღიად ვაცხადებ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ის არის "ქართული ოცნების" სატელიტი. მორჩა და დამთავრდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს უსმენს. ამასთან, სამოქალაქო სექტორმა ნაზი ჯანეზაშვილის, ანა აბაშიძის და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა