შს მინისტრის მოადგილე - ყველა შეტყობინებას, რომელიც ბავშვის მიმართ იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას უკავშირდება, ზედმიწევნით და დეტალურად ვსწავლობთ

შს სამინისტრო ყველა შეტყობინებას და ინფორმაციას, სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ ბავშვის მიმართ განხორციელდა იძულება ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ზედმიწევნით და დეტალურად სწავლობს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ბავშვის იძულების, ძალადობის თუ მუქარის თაობაზე გახშირებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველა ასეთ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

“დიღომში მომხდარ ფაქტზე, სადაც 10 წლის ბავშვზე მოხდა ზეწოლა, დაკავებულია პიროვნება და ეს ცნობილია. ყველა შეტყობინებაზე, რაც შემოდის პოლიციაში 112-ით თუ სხვა საშუალებით, მყისიერ რეაგირებას ვახდენთ, დეტალურად ვსწავლობთ, თუმცა არის შემთხვევები, სადაც არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, სადაც იკვეთება პოლიცია უმკაცრეს რეაგირებას ახორციელებს.

კონკრეტულ რიცხვებს ვერ მოგაწვდით, თუმცა ყველა ინფორმაციაზე, რაც სოციალური ქსელით, 112- ით თუ სხვა საშუალებით ჩვენთვის ხდება ცნობილი, პოლიცია იწყებს მყისიერ რეაგირებას და ხდება როგორც შემსწრე პირების, ასევე სავარაუდო დაზარალებულების გამოკითხვა, კამერების დათვალიერება და სადაც კი იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ძალიან სწრაფად ხდება რეაგირება“, - განაცხადა დარახველიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს