ხათუნა სამნიძე მიხეილ სარჯველაძეს - კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მიიჩნევს, რომ სიცილი პროცედურის დარღვევაა, ვიტყვი, რომ არ არის ადეკვატურ და ნორმალურ მდგომარეობაში

კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მიიჩნევს, რომ სიცილი არის პროცედურის დარღვევა, ვიტყვი, რომ არ არის ადეკვატურ და ნორმალურ მდგომარეობაში, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძეს სიცილის გამო შენიშვნა მისცა და ამას პროცედურის დარღვევა უწოდა.

„სიცილი ამ კომიტეტზე, თუნდაც იყოს ძალიან ხმამაღალი, აკრძალული არ არის და არც წესრიგს არ არღვევს. სიცილს ვერ ამიკრძალავთ, მათ შორის, ხმამაღალს. ნორმალურად მსჯელობთ თქვენი აზრით? მესმის, რომ შეიძლება იყოთ უმრავლესობაში, მაგრამ ადეკვატურობა ხომ არ უნდა დაკარგოთ ყველაფერზე, როდესაც ოპოზიციონერი გაიცინებს ან რაღაც კომენტარს გააკეთებს. წინა სხდომაზე აგვიკრძალეთ ერთმანეთთან ლაპარაკი და კომენტარი, გეგონება პიონერთა ბანაკში ვიყოთ და ახლა სიცილსაც მიკრძალვთ ?! ბოლოს ისიც გამოაცხადეთ, ჩემი კომიტეტის წევრი თუ არ ხართ, არ შემოხვიდეთო! სიცილზე აკრძალვას რომ დაიწყებთ, ცოტა დაფიქრდით, ადეკვატურობა ხომ არ დაკარგეთ. სიცილის კომენტარებას, რომ დაიწყებთ სასაცილოები ხართ უკვე! მოსწავლესავით ესაუბრეთ თქვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, ბატონო მიხეილ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჭკუის სწავლებაზე გადადიხართ ამხელა ადამიანი თქვენი კოლეგების. სიცილი რომ არ არის პროცესის დარღვევა აღიარეთ!

ვფიქრობდი, როგორ გამეცინა, რომ თქვენ მოგწონებოდათ. დილიდან ვგეგმავდი როგორ გამეცინა. ნორმალურები ხართ ამას რომ ამბობთ?

გისვამთ შეკითხვას, კომიტეტზე სიცილი აკრძალულია თუ არა, თქვენ კომიტეტზე, მიპასუხეთ ან გამითიშეთ მიკროფონი და გამაძავეთ იმის გამო რომ გავიცინე კონკრეტულ შეკითხვაზე. თუ გგონიათ რომ ჭკუას მასწავლით და მერე თავს დავხრი, ძალიან ცდებით. სიცილი არ არის პროცედურის დარღვევა და შენიშვნა მიეცით თქვენს უზრდელ კოლეგას, ვინც სცადა, რომ გამოეჯავრებინა ჩემი სიცილისთვის. საბავშვო ბაღში არ იქცევიან ისე, როგორც თქვენ იქცევით. თქვენი ჭკუის სასწავლებელი აქ არავინ არ ყოფილა არასდროს და არ არის“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პასუხად სარჯველაძემ განაცხადა, რომ უზრდელობა და არაეთიკურობაა, როდესაც დეპუტატი სხვას არანორმალურს უწოდებს.

„როდესაც თავს უფლებას აძლევთ, ვიღაცას უწოდოთ არანორმალური, ეს არის არაეთიკურობა, ეს არის უზრდებლობა. ეს პრიმიტიული თემები არ გაგივათ, ქალბატონო ხათუნა. ნამდვილად არ მაქვს სურვილი თავმჯდომარეობით თქვენ მოგაწონოთ თავი. თქვენ ხართ მხოლოდ ზრდილობის ეტალონი და გაქვთ უფლება იძახოთ არანორმალურიო, არავის დაასრულებინოთ კრიტიკული განცხადება - რანაირი ზრდილობა, ტაქტი ან დემოკრატიულობაა, საზოგადოებამ შეაფასოს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა