არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს და შურისძიება ამოძრავებს, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდოდათ ამისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ შემდეგ პოტენციური ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს

რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებს, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდოდათ ამისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ შემდეგ პოტენციური ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საპარლამენტო ოპოზიციას "ვიღაცამ ჯოხი დაუქნია" და ამ საკითხისთვის თავის დანებება მოსთხოვა.

"ოპოზიცია ხმამაღალი განცხადებებით თავიდან იმიტომ გამოირჩეოდა და იმიტომ იყო შეტევაზე გადმოსული, რომ ერთადერთი მოთხოვნა და მოლდინი ჰქონდა - პარლამენტს მიეღო კანონი, სადაც მხოლოდ სახელი და გვარი იქნებოდა ჩაწერილი. ეს არის მათი პოლიტიკური ტრავმა, მათ მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ეს რადიკალური ოპოზიცია გაისტუმრა ხელისუფლებიდან, გაისტუმრა არჩევნებით, მშვიდობიანად, იმის მიუხედავად, რომ მშვიდობიანად ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ. ამას წლებია მოყვება რადიკალური ოპოზიციის მთავარი სურვილი - პოლიტიკური შურისძიება, ამ კანონშიც დაინახეს საშუალება, რომ პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოეყენებინათ, თუმცა, ძალიან მოკლევადიანი გათვლები ჰქონდათ, რადგან არ არსებობს მსოფლიოში კანონი, რომელშიც მხოლოდ სახელი და გვარი წერია და მხოლოდ 2 სიტყვიანია. გვესმის, რატომ დაიხია უკან დღეს ოპოზიციამ, მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი, შემდეგ დაიწყო კონფლიქტური პროცესები შიგნით, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა მათ პარტიულ „შავ დაფინანსებას“ შეუქმნა პრობლემები. ამიტომ ვიღაცამ, ვინც ეს საფრთხე დაინახა, დაუქნია პარლამენტში რადიკალურ ოპოზიციას ჯოხი და უთხრა - დაანებეთ თავი მაგ საკითხს. ეს ხდება სინამდვილეში,"- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა