სახდელების დაკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განმარტებით, ცვლილების შედეგად კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირდება.

ცვლილება ეხება დარღვევებს როგორც სანქციების, ასევე ზოგადად დარეგულირების ნაწილში.

მომხსენებლის თქმით, სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე ყველა მუნიციპალიტეტი თანაბარ პირობებში ჩადგება, რაც მუნიციპალიტეტებში სოციალურ და ეკონომიკურ ფონს გააუმჯობესებს.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო