„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" ფრაქციის წევრები ოდირის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის წევრებმა სტუმრებთან ოპოზიციის მიერ მომზადებულ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტზე ისაუბრეს და ეუთო/ოდირის და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მთავარი, სწორედ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ არჩევნებისადმი მოქალაქეების მხრიდან ნდობის დაბრუნებისთვის. ჩვენ მოვამზადეთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც რეკომენდაციების შესასრულებლად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, რომელიც ოპოზიციის მიერ იქნა მომზადებული, კონკრეტულად ემთხვევა იმ რეკომენდაციებს, რომელიც ეუთო/ოდირმა წარმოადგინა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომლებიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების იდენტურია, გათვალისწინებული იყოს", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა