რამაზ საყვარელიძე - სტატუსზე უარი იმ პერიოდში გვითხრეს, როცა საფრანგეთი და გერმანია ცდილობდნენ, რუსეთისთვის არ ეწყენინებინათ, უკრაინას კი საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა სურს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა და პერსპექტივის მინიჭება მაშინ მოხდა, როდესაც „საფრანგეთი და გერმანია ცდილობდნენ, რომ რუსეთისთვის არ ეწყენინებინათ“.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, იმ პერიოდის „განწყობილება იყო“, რომ „საქართველოს რუსეთს უტოვებდნენ“.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მხოლოდ ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ ევროპამ „ლისაბონიდან თბილისამდე“ უნდა გაიმარჯვოს, რაც აქამდე არასდროს უთქვამს.

აღნიშნულის კონტექსტში, საყვარელიძე ფიქრობს, რომ ზაფხულში კანდიდატის სტატუსის ვერმიღების საკითხზე „ჯოხის ხელისუფლებაზე გადატეხვის“ მცდელობა არ არის სწორი.

„იგივე, 12-პუნქტიანი შენიშვნები გაწერილი იყო უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, იმათ მიეცათ კანდიდატის სტატუსი, ჩვენ არა, ასე რომ, ამ შენიშვნებშია საქმე? ივანიშვილსა და პოლარიზაციაშია პრობლემა, თუ რაღაც სხვაშია? - საქმეა რუსეთში. ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა საფრანგეთი და გერმანია ცდილობდნენ, რომ რუსეთისთვის არ ეწყენინებინათ. მაკრონმა თქვა კიდეც, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროპაა, ხოლო საქართველო საერთოდ სამხრეთია, დაშორებულია ევროპასო. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს უტოვებენ რუსეთს, ეს იმ პერიოდის განწყობილება იყო.

ნუ ვცდილობთ, რომ მაინც და მაინც ხელისუფლებაზე გადავტეხოთ ჯოხი, მსოფლიოც ხომ არსებობს, ჩვენი ორღობის სიტუაციის გარდა მსოფლიოც ხომ არსებობს, არაფერში არ მონაწილეობს მსოფლიო?

დავაკვირდეთ ერთნაირი რეაქცია აქვს გეოგრაფიულ ევროპაზე ევროპას და ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც გეოგრაფიულად ტრადიციულად არ შედიან ევროპაში? ეს ახლა წამოსცდა შოლცს, რომ ევროპამ უნდა გაიმარჯვოს თბილისამდეო, აქამდე ხომ არ უთქვამს არასოდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა სურს.

„უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა საქართველოს ხელისუფლებაში, მეტი არაფერი. „გაწყობთ?“ ეს კითხვა ისმის. თქვა კიდეც ზელენსკიმ, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „აი, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში...“

როდესაც ქვეყანას უნდა, რომ შენთან შეცვალოს ხელისუფლება, იმ ქვეყნის მიმართ შენი ქვეყნის ხელისუფლება როგორ უნდა პოზიციონირებდეს? „კი ბატონო“ უნდა უთხრას და მოიყვანოს სააკაშვილი?“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძე გადაცემაში „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ გაჟღერებულ ხედვასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც არსებულ ვითარებაში ეფექტური გამოსავალი იქნება არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით გასვლა.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთვის ეს გაერთიანება რაიმეს მომცემი არ იქნება.

„ძალა ერთობაშია“ - ამოტივტივდა ეს იდეა ახლაც, მაგრამ ძალა არის ერთობაში, თუკი ხდება სხვადასხვა ძალის გაერთიანება, ხოლო თუკი უძლურების გაერთიანება ხდება, ასეთი გაერთიანება ახალ ძალას არ იძლევა და ხელისუფლების შეცვლისთვის ეს გაერთიანება რაიმეს მომცემი არ იქნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს