„თიბისი“ ციფრულ ბანკში ახალ კამპანიას იწყებს - ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ყოველდღიური ფულადი პრიზები, ან გახდეს 50 000, 20 000 ან 10 000 ლარის მფლობელი

დღეიდან „თიბისი“ ციფრულ ბანკში მასშტაბურ კამპანიას იწყებს - ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყოველდღიური ფულადი პრიზები, ან გახდეს 50 000, 20 000 ან 10 000 ლარის მფლობელი.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„წესები ძალიან მარტივია! ციფრულ ბანკში შესვლისას, საჩუქრის ღილაკია, რომელზეც თითის დაჭერის შედეგად, გამოჩნდება კითხვა, რომელსაც სწორად და სწრაფად უნდა ვუპასუხოთ. სწორი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 50 ქულას, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში - 10 ქულას. ბონუს კითხვებზე პასუხის გაცემით კი, ქულები ორმაგდება.

დაგროვებული ქულების გადაცვლა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სხვადასხვა საჩუქარზე, ან ბოლო ეტაპზე, მინიშნებებზე.

კამპანია 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი „თიბისის“ ციფრული ბანკის მომხმარებლებისთვის, მთავარია მომხმარებელს გადმოწერილი ჰქონდეს „თიბისის“ ციფრული ბანკის აპლიკაცია და იყოს სრულწლოვანი.

„თიბისის“ ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი. „თიბისი“ აგრძელებს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის.

გაიგეთ უფრო მეტი აქ: https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის