გიგა ბოკერია - ნიკა გვარამიას საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ძალის დემონსტრირება

დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ძალის დემონსტრირება. სწორედ იმის დემონსტრირება, რა კურსიც ივანიშვილის რეჟიმმა აიღო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„თუკი იყვნენ კიდევ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებსაც რაიმე ილუზია ჰქონდათ, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნდება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს. გვარამიას საქმე არის გამორჩეული. ყველას გვინდა პერსონალურად პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ყველას გვესმის, რომ ზეგ რომ რეჟიმმა რაღაც ვაჭრობისთვის გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს, ამითაც კი არ შეიცვლება ჩვენი დიდი ეროვნული პრობლემის არსი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს