ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, სადაც დამოუკიდებელ მედიაგარემოზეა საუბარი, არ სრულდება

ნეგატიური მოლოდინი მქონდა. თუ გესმის ამ ხელისუფლების ბუნება, გასაგებია, რომ ისინი არაფერს დათმობენ, სანამ „აქეთ“ არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, სადაც დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაგარემოზეა საუბარი, არ სრულდება.

„ნიკა გვარამია მნიშვნელოვანი ფაქტორია. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია გარემო უნდა იყოს, ჩაწერილი იყო გვარამიას და იმის გამო, რომ სხვა მედია საშუალებების მფლობელების მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და სასამართლოები. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პუნქტი არ სრულდება, თავი რომ დავანებოთ სხვა პუნქტებს, რომლებიც ასევე არ სრულდება. ეს კი ნიშნავს ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება ახლა ოპოზიციის გეგმა, ჯაფარიძე ასე პასუხობს: „ჯერ არ არსებობს ოპოზიციის ერთობა, რომ ვინმემ საერთო გეგმაზე ისაუბროს და როდესაც ერთობა იქნება, შემდეგ ვილაპარაკებთ ამაზე. ვაპირებ იმ მიმართულებით მოძრაობას, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება ყველასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ - ეს მგონია გამოსავალი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ