პაატა მანჯგალაძე გვარამიას საქმეზე - ეს არის პოლიტიკური საქმე და დიახ, ოლიგარქის ინტერესშია, რომ ადამიანი, რომელიც რეჟიმს ამხელს, პირად ტყვეობაში ჰყავდეს

ეს არის პოლიტიკური საქმე და დიახ, ოლიგარქის, ივანიშვილის ინტერესშია, რომ ადამიანი, რომელიც რეჟიმს ამხელს, პირად ტყვეობაში ჰყავდეს. ეს არის პირადი ტყვეობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას საქმეს სამართალთან და სასამართლოსთან არანაირი სერთო არ აქვს.

„ეს არის 100%-ით პოლიტიკურად შეთითხნილი საქმე. გადაწყვიტეს, რომ მედიამენეჯერი, რომელიც წარმატებით ამხელდა ხელისუფლებას, ჰყავდეთ იზოლაციაში. სწორედ ამიტომ არის ნიკა გვარამია გამოკეტილი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს