თაკო ჩარკვიანი - პარლამენტის ბოიკოტის მომხრე ვარ, მაგრამ გონივრული გაერთიანება სჭირდება იმასაც, რომ ჭკვიანური სტრატეგიით გამოვიდეს ოპოზიცია გარეთ

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტის მომხრე ვარ, მაგრამ ამასაც გონივრული გაერთიანება სჭირდება, რომ ჭკვიანური სტრატეგიით ოპოზიცია გარეთ გამოვიდეს, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი პარლამენტიდან გამოსვლაზე უკვე დაწყებულია და ის, ვინც პარლამენტს არ დატოვებს, „უმცირესობაში აღმოჩნდება“.

„ერთობა ჩემი თემაა, რადგან „ძალა ერთობიდან“ დაწყებული გავყვიროდი, როგორ ბედავთ დაშლას-მეთქი. ამ წამსაც ერთობის მომხრე ვარ...

„დაკარგა აქტუალობა აქციამ” მიპასუხა ნიკა მელიამ. არასოდეს არ დაკარგავს აქცია ძალას, ის ყოველთვის არის ხალხის ძალა. როგორ დაკარგავს აქტუალობას? რა სისულელეა, ეს არის აბსოლუტური სიბეცე...

14 ოქტომბერს ხომ გამოვიდა 160 000–მდე ადამიანი, რომელიც სახლში გავუშვით? მუდმივად, იქ ფინალში დარჩენა ხომ არავის უნდა? მე მეკითხებოდნენ, რატომ დაიძრა ხალხი და რატომ წაიყვანეს ხალხი „ქართული ოცნების“ ცარიელი შენობისკენ? ვიღაცამ ეს ხომ გააკეთა. მე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტის მომხრე ვარ, მაგრამ ამასაც გონივრული, ისევ ერთიანი გაერთიანება სჭირდება, რომ ჭკვიანური სტრატეგიით ოპოზიცია გარეთ გამოვიდეს...

პოლიტპატიმრები გყავს, სასამართლო მიტაცებულია, ხალხი გარეთ შიმშილობს. თუ კი ვერაფერს აკეთებ პარლამენტში, მაშინ გონივრულად საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ. შეიძლება კლავ ვიღაც დარჩეს პარლამენტში, მაგრამ ის უმცირესობა აღმოჩნდება და უმრავლესობით გადაწყვეტილება მივიღოთ და ვიფიქროთ გამოსვლაზე. ამაზე საუბარი უკვე დაწყებულია,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს