ირაკლი კობახიძე - ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი, "ჭუტა", ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი არიან ნამდვილი ოლიგარქები - ოპოზიცია დახარბებულია სისხლიან ფულს

ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, "ჭუტა" არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი, შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს, ისინი არიან ნამდვილი ოლიგარქები, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინა და ამიტომ კანონის მიღება არ სურთ.

„ჩვენი წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მოლდოვაც აპირებს გადაიტანოს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ მცირე ადაპტაციით, რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მივიღოთ კანონი უკრაინული მოდელის შესაბამისად, მთავარი არგუმენტი იცით, რაც არის, უკრაინული კანონი არ ეფუძნება რაიმე კონტექსტს და შეესაბამება ობიექტურ კრიტერიუმებს, არ არის არც ჩვენს და არც ოპოზიციის ინტერესებზე, ამიტომ გონივრულია ამ კანონის გადმოტანა მცირე ადაპტაციით. ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი, დეფინიცია ვერ იქნება განსხვავებული. პრობლემა ოპოზიციაში რაში მდგომარეობს - მათ დაინახეს, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს. ცნობილი, გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, აღიარა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, "ჭუტა" არის ოლიგარქი, ხაზარაძე- ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი, შესაბამისად, ერთადერთი ვისაც დააზიანებს კანონის მიღება არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს, ისინი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე ოპოზიცია სუბიექტურად დაინტერესებულია, რომ კანონი არ მიიღოს პარლამენტმა,"- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯერ კანონის მიღება გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, სჯობს ის მიიღონ, რადგან მმართველ გუნდს „ბუნდოვანების დატოვება არ სურს“.

„მგონი, ასე აჯობებს, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, მაგრამ ასე აჯობებს, ოპოზიციის სურვილია, რომ დატოვონ ბუნდოვანება ამ საკითხში, რომ არსებობდეს მუდმივი მოწოდებები დეოლიგარქიზაციაზე, მაგრამ ვინ არის და რა არის ოლიგარქიზაცია, ეს იყოს ბუნდოვანი, ჩვენ არ გვინდა ამ ბუნდოვანების დატოვება,"- განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დაფინანსების სანაცვლოდ დავით კეზერაშვილი "ევროპული საქართველოდან" ბოკერიას ჩამოშორებას ითხოვდა, რაზეც, კობახიძე პასუხობს, რომ ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა ის, რაც მანამდე თავად კეზერაშვილმა აღიარა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი მედიასა და პოლიტიკაში სისხლიან ფულს ხარჯავს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია, რასაც წინ უსწრებდა კეზერაშვილის თვითაღიარების წერილი, სადაც აცხადებდა, რომ აფინანსებდა ოპოზიციურ პარტიებს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. თამარ ჩერგოლეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაც კეზერაშვილმა აღიარა. ყველასთვის ცხადია, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც ფული აქვს ნაშოვნი ხალხის ხარჯზე, ეს არის სისხლიანი ფული, რომელსაც ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში და ქართულ მედიაში, რაც არის მიუღებელი მოვლენა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეშინია ოპოზიციას ამ კანონის მიღება, არის ის, რომ ისინი დახარბებული არიან სისხლიან ფულს, მათ უნდათ კეზერაშვილის ფული როგორც პარტიაში, ისე მედიაში”, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს