ნიკა სიმონიშვილი - იწურება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ვადა და მედიამენეჯერს გამოუტანეს დაუსაბუთებელი განაჩენი, რაც უარყოფითად იმოქმედებს - სააპელაციო სასამართლომ „მესიჯბოქსი" გაუსწორა „ქართულ ოცნებას“

სამწუხაროდ, ის ქმედებები, რომელსაც ხელისუფლების ან სასამართლოს მხრიდან აქვს ადგილი, კოორდინირებულად, პირდაპირ არის მიმართული 12 პუნქტის საბოტაჟისკენ , - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება „საინტერესოდ ემთხვევა“ იმ ფაქტს, რომ მალე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ვადა იწურება.

„ძალიან საინტერესოდ დაემთხვა ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებას. ეს იყო მაისში და ამას მალევე უნდა მოჰყოლოდა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის პასუხი. ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ნოემბრის დასაწყისი, მალე იწურება რეკომენდაციების შესრულების ვადა და ვადის ამოწურვის ბოლო პერიოდში კიდევ ვხედავთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება გამოდის, მედიამენეჯერს გამოუტანეს დაუსაბუთებელი განაჩენი. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს რეკომენდაციების შესრულებაზე“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთვის „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელის დამძიმება „ქართული ოცნებისთვის“ „მესიჯბოქსის გასწორებას“ ემსახურება.

„ამ შემთხვევაში მეორე ინსტანციის პოლიტიკური მოტივაცია ცალსახად და პირდაპირ იკვეთება. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ძალაში დაეტოვებინა და შედეგობრივად არაფერი არ შეიცვლებოდა? მაგრამ აქამდე პოლიტიკური „მესიჯი" თუ იყო ის, რომ „კაცი დაიჭირეთ ავტომობილის გამოყენებისთვის და ეს რა წესია?“ ეს არის პოლიტიკური „მესიჯები" როგორც იგზავნება, შინაარსში თუ ჩავალთ, ბრალი იყო აბსურდული. პოლიტიკური არგუმენტები ძირითადად ამაზე იყო დაფუძნებული, სასჯელზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მანქანის გამოყენების გულისთვის როგორ შეიძლება ადამიანის დაჭერა.

ის „მესიჯბოქსი", რაც პოლიტიკურად იყო ფაქტობრივად, მოდი პირდაპირ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ ამ განაჩენით პოლიტიკური „მესიჯბოქსი" გაუსწორა „ქართულ ოცნებას“. აქამდე რომ ეუბნებოდნენ „ქართულ ოცნებას“ მანქანის გამოყენებისთვის როგორ შეიძლება ადამიანის დაჭერა, ახლა უკვე „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ნიკა გვარამია დაიჭირეს არა ავტომობილის გამოყენებისთვის, არამედ 7 მილიონის გულისთვის. აი ეს „მესიჯბოქსი" გაუსწორა, ეს იყო ერთადერთი მიზანი, მეტი არაფერი შეცვლილა სამართლებრივად“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა