სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ -  როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული

როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის განხილვის დროს განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი მიიღებს არაერთ დოკუმენტს საქართველოს მიერ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და შეფასება იქნება ძალიან მძიმე.

„რაც შეეხება იმას, ვინ მიაჩნიათ ევროკავშირში ოლიგარქად და ვის გავლენაზე საუბრობენ, რადგან თქვენ ეს აქამდე ვერ გაიგეთ, სამარცხვინოდ მიგაჩნიათ ევროპარლამენტის ერთი რეზოლუცია, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტი მიიღებს მეორე რეზოლუციას. ამის შემდეგ ევროკავშირი მიიღებს არაერთ დოკუმენტს, რა გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად და ეს შეფასებები იქნება ძალიან მძიმე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ არ გვინდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, არამედ იმიტომ, რომ როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმების გატარებაზე უარის თქმის გზა აირჩია.

„გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არის რეალური რეფორმების გატარებაზე უარის თქმა. ნიკა გვარამიას ციხეში დატოვება ოლიგარქის მიერ მართული სასამართლოს მიერ არის კიდევ ერთხელ გაკეთებული ხმამაღალი განაცხადი, რომ არავინ აპირებს ამ ქვეყანაში ევროკავშირის არცერთი მოთხოვნის შესრულებას. მეორე, გადაწყვიტეთ, რომ მიიღოთ კანონპროექტი და რაღაც რეესტრის შექმნით თქვენ ფაქტობრივად აანონსებთ ნადირობას ამ ქვეყანაში თქვენთვის არასასურველ ოპონენტებზე. ასე გვესმის თქვენი პოზიცია და ასე ესმის ევროკავშირსაც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო