9 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 64 პირია პასუხისგებაში მიცემული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის პასუხისგებაში ჯამში 64 პირია მიცემული, მათ შორის შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში 44 პირი შესახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის მეორე კვარტალში - 28, ხოლო მესამე კვარტალში 15 ადამიანი დააკავეს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სისხლის სამართლის 2231 მუხლით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „კანონიერ ქურდობას“ გულისხმობს, 5 პირია დაკავებული, მუხლი 2233 - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით - 5 პირი, ხოლო მუხლი 2234 - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით - 5.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2231 - „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 13 პირი იყო დაკავებული, მუხლი 2233 - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით 6 პირი, ხოლო მუხლი 2234 - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით - 10.

სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, უწყების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით, რაც „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს, არცერთი პირი არ დაუკავებიათ.

ასევე 2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 3 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 2 კანონიერი ქურდი, „ქურდულ სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიეცა 93 პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა