ვანო ნადირაძე - ნოემბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგ შედეგს დავინახავთ, სერიოზულ გარდატეხასაც ველოდები

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ომში ძალიანკარგ შედეგს დადებს.

როგორც მან პალიტრანიუსის გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ნოემბრის ბოლოს უკრაინული მხარის მხრიდან სერიოზულ წარმატებას და გარდატეხასაც ელოდება.

„ორი კვირის შემდეგ დაინახავთ უკრაინული შეიარაღებული ძალების მხრიდან ახალ გარდატეხას. ზუსტად 2 კვირის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს სხვანაირ, წარმატებულ შედეგს დაინახავთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მობილიზებული სამხედროების შემოყრა და ვითარების ცოტა გართულება არის დროებითი, ტაქტიკური გადაჯგუფებები ხდება. უკვე ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგ შედეგს დავინახავთ. ნოემბრის ბოლოს სერიოზულ გარდატეხასაც ველოდები“, - განაცხადა ნადირაძემ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის წარმატებას განაპირობებს რუსეთზე გაცილებით მეტად მომზადებული ჯარისკაცები, ტაქტიკურად სწორი კოორდინაცია და დასავლეთის დახმარება.

„სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა ცოცხალი ძალა შემოჰყავთ, საგრძნობლად გაძლიერდა მოწინააღმდეგის მხრიდან არტილერიის მუშაობა. უკრაინულ მხარეს ის პლუსი აქვს, რომ 10-ჯერ უფრო მეტად მომზადებული ჯარისკაცები ჰყავს, ტაქტიკურად სწორად ახდენენ კოორდინაციას და რაც მთავარია, უკრაინას დასავლეთის დახმარება ძალიან შველის“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, ომში რუსეთის მხრიდან დანაკარგი ძალიან დიდია.

„რუსეთის პირადი შემადგენლობის მსხვერპლი ასეთია - ერთი ათზე და უფრო მეტიც. საკუთარი აუდიტორიისთვის პროპაგანდა აქვთ, თითქოს რაღაც წარმატებას მიაღწიეს, თორემ მათთვის სტრატეგიულ წარმატებას ვერ ვხედავ, წინ ვერ წამოიწიეს“, - განაცხადა ნადირაძემ.

გარდა ამისა, მან „ლენდ-ლიზის“ პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით, სრულად არ ამუშავებულა.

„სამწუხაროდ, „ლენდ ლიზი“ მთლიანობაში არ ამუშავებულა. ერთეული შეიარაღება კი შემოდის, მაგრამ ის, რასაც „ლენ ლიზი“ ჰქვია, მე თვითონაც ვერ ვხედავ. ძირითადი დახმარება, რაც ძალიან სჭირდებოდა უკრაინას, სადაზვერვო ინფორმაციები აქვთ. ფაქტობრივად, პირდაპირ მონიტორზე უდევთ მოწინააღმდეგე მხარის ყველა გადაადგილება. ტენდენცია, რომ უკრაინულ მხარეს შეტევები გაჩერდა, დროებითია. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისევ განახლდება. ის მობილიზაცია, რაც რუსებმა ჩაატარეს, ვიცი, რომ წარმატებული არ იქნება“, - აღნიშნა ნადირაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის