გიგი წერეთელი - ზურაბიშვილს თავად უნდა ესმოდეს, რომ შეწყალების ინსტრუმენტი ქვეყნისთვის უნდა გამოიყენოს, მისთვის ამის თხოვნა არაფრის მომტანია

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხეში არ უნდა იჯდეს, ამიტომ ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რაც მას გააჩნია, ეს შეწყალების ინსტრუმენტია.

გიგი წერეთელი გამოეხმაურა პოლიტიკოსების მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას, რომელიც გვარამიას შეწყალებას ეხება.

„ფორმალური მიმართვა თუ მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამას ხელს არ მოაწერს ან უარს იტყვის, თუკი ეს საჭირო და რამის მომტანია, მაგრამ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, ეს ასე არ ხდება.

თავად სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტს, არ უნდა სჭირდებოდეს არანაირი დამატებითი მიმართვა, იმიტომ რომ ის თავად უნდა გრძნობდეს, რა ვითარებაა ახლა. მან იცის, რომ გვარამია არ უნდა იყოს ციხეში. ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რაც მას გააჩნია, ეს არის შეწყალების ინსტრუმენტი.

მას უნდა ესმოდეს ისიც, რომ ამას მას სახლში არავინ გაატანს, ეს უნდა გამოიყენოს პრეზიდენტობისას და ახლა არის ეს მომენტი, როცა მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. არა გვარამიას პერსონალური სიმპათიების გამო, არამედ საჭიროების გამო, რომელიც ქვეყანას აქვს, რათა ეს სირცხვილი და ლაქა არ ჰქონდეს ევროინტეგრაციის ამ ექსტრაორდინალურ მომენტში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს