ირაკლი ზარქუა - „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით

“კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საკუთარი ნებით გავიდა, მისი პოლიტიკაში მონაწილეობის დამადასტურებელი არც ერთი შემთხვევა არ არსებობს და მას კანონი არ შეეხება.

“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის პოზიცია მათი ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. ჯერ კანონის მიღებას ითხოვდნენ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთმა მოიწონა. მათ უკრაინას უთხრეს, რომ დიდი მოლოდინი აქვთ ამ კანონის შესრულებაზე. ამიტომ ზუსტად ავიღეთ და გადმოვიტანეთ უკრაინული მოდელი, რათა არავის ჩაეთვალა, რომ “ქართულ ოცნებას“ რაღაც თავისი კრიტერიუმები აქვს. ჰოი, საოცრება! - ახლა მას რადიკალური ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მე მესმის მათი, რადგან ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია - ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი, “ლელოს“ დამფუძნებლები და დაფინანსებლები ხაზარაძე-ჯაფარიძე, აქეთ ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებლები - ფაქტიურად ამ კანონით, როგორც იტყვიან: „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდათ. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ. პირდაპირაც ვერც იმას ამბობენ, რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდათ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი 80-ხმით, 9 -ის წინააღმდეგი, პირველი მოსმენით, მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო