ლევან ბეჟაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართული კანონი ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს - ბუნებრივია, ოპოზიცია ფასადურ კანონს მხარს ვერ დაუჭერს

დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართული კანონი ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს - ბუნებრივია, ოპოზიცია ფასადურ კანონს მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს უახლოეს პერიოდში “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის საკუთარ ვერსიას წარუდგენს.

„უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში გარემოებები სულ სხვაა. მათ ოლიგარქი და ოლიგარქიული პარტია ხელისუფლებაში არ ჰყავთ. უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლება დაკომპლექტებულია დემოკრატიული არჩევების გზით. მათი ვალდებულებაა, არ დაუშვან ხელისუფლებაში ოლიგარქიული რეჟიმების წარმოქმნა. ქართულ სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა - რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ოლიგარქი და ფარული მმართველი ბიძინა ივანიშვილი, გვყავს “ქართული ოცნება“, რომელიც ოლიგარქის დაქვემდებარებაშია და გვყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქის პირდაპირი კონტროლის ქვეშ არის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს