სტრასბურგის სასამართლო გიორგი მამალაძის საქმეზე - დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია

სასამართლო ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი წინამდებარე საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ გარემოებებში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რომელიც მან „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.

„განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ქმედებებით და განცხადებებით დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. კერძოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მას ეკისრებოდა გაუმჟღავნებლობის ვალდებულება და სისხლის სამართლის პროცესი დახურული იყო საზოგადოებისთვის, სხვადასხვა საჯარო მოხელეებსა და პროკურორებს შეეძლოთ არა მხოლოდ გაეკეთებინათ სხვადასხვა განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ასევე მედიაში გაევრცელებინათ შერჩეული ნაწყვეტები სისხლის სამართლის საქმიდან, მათ შორის ფარული ჩანაწერები. ანალოგიურად, ბრალდების მხარის მთავარმა მოწმემ თავისუფლად მისცა ინტერვიუები მის დანაშაულებრივ ბრალდებებთან დაკავშირებით, ხოლო თავად განმცხადებელი ვალდებული იყო შეესრულებინა გაუმჟღავნებლობის ვალდებულება. ამ გარემოებებმა, განმცხადებლის მტკიცებით, ხელი შეუწყო მის დამნაშავედ წარმოჩენას.

სასამართლო იმეორებს, რომ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია არის სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც მოთხოვნილია 1-ელი პუნქტით.

სასამართლო ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი წინამდებარე საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ გარემოებებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს