“ხალხის ძალის“ წარმომადგენლები კომიტეტებსა და საპარლამენტო სტუქტურებში ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც კომიტეტებსა და ყველა სხვა საპარლამენტო სტუქტურაში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები - მოცემულ შემთხვევაში კი, მოძრაობა “ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამის შესაბამისად, ცალკე კვოტა განისაზღვრება უმრავლესობის გარეთ - ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის.

რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს. პროექტი მოძრაობა “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოამზადეს.

პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ეს წესი იმას ნიშნავს, რომ კვოტა უმრავლესობაში და უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის საერთოა.

რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით კი, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. იგივე პრინციპით დაკომპლექტდება პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო.

ამავე პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები განისაზღვროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა