თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰადას ესტერ მეიცადს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინისტრმა ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა, ისრაელს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა გაგრძელდება.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს