„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი - ნიკა გვარამიას განაჩენი არა მხოლოდ მართლმსაჯულების და მედიის ნაწილს, არამედ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას აზიანებს

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ მართლმსაჯულების და მედიის ნაწილს, არამედ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას აზიანებს - საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შესაძლებლობა და ასე დაეხმაროს საქართველოს ევროპულ პროცესს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიკერძოებული იყო და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნიშანი ნამდვილად იკვეთება.

„სახალხო დამცველმა, ასევე, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა არაერთხელ თქვეს, რომ ნამდვილად, ის მსჯავრი, რომელიც შეუფარდეს, იმ დარღვევას არ შეესაბამება, რომელიც დაფიქსირდა და რეალურად, პოლიტიკური მოტივი ნამდვილად იკვეთება. თქვენ იცით, რომ ნიკა გვარამიას საქმე არ არის შიდა საქმე, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებიც - ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც, ძალიან ხშირად საუბრობენ და მათი მხრიდანაც მოლოდინი იყო, როგორი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება 12 რეკომენდაციიდან ორს - მედიაგარემოს თავისუფლებას და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება აზიანებს არა მხოლოდ მართლმსაჯულების და მედიის ნაწილს, არამედ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, კანდიდატის სტატუსისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდეთ, ახლა ასეთი მდგომარეობაა.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით მივმართეთ. გვგონია, რომ ახლა საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შესაძლებლობა და ასე დაეხმაროს საქართველოს ევროპულ პროცესს,“ - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა