ანრი ოხანაშვილი - ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ? - როდის გახდა მათთვის სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი?

მე არ ვიცი, ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით - იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ - ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცალა მათი ეს მოსაზრება?! - ასეთი პასუხი გასცა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე დასმულ კითხვას.

აქვე ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოს სახელმწიფოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებას პატივი სცეს.

„პატივი უნდა სცენ სასამართლოს ინსტიტუტს და თავი შეიკავონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისეთი შეფასებისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევად. შეფასებებში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება. ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობა არის დამოუკიდებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას ხელი შეეწყოს და არა პირიქით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხელ უკვე დაადასტურა, რომ „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა, რაც სასამართლოს რეპუტაციის შელახვისკენ იყო გამიზნული.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს