პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით ჯგუფში მომზადდა, დღეს გახდება ცნობილი.

“ჯგუფი 12-პუნქტინი გეგმის ერთ-ერთი ამოცანის შესასრულებლად საქმიანობს. ჩვენ სასამართლო რეფორმის სტრატეგია დათქმულ დროში წარვადგინეთ და უკვე 1-ელ ოქტომბერს გასაჯაროვდა. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფის მიზანს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილების მომზადება წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფი მუშაობდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ. სამუშაო ჯგუფმა განიხილა თითოეული წინადადება და შეთავაზება, რაც კი ჯგუფის წინაშე იყო დასმული. ჩვენ საბოლოოდ შევაჯერეთ საკითხები. რა თქმა უნდა, განსხვავებული პოზიციებიც რჩება, თუმცა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საბოლოოდ მომზადდა, დღეს სამუშაო ჯგუფს კიდევ ერთხელ წარედგინება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო