დიმიტრი გვრიტიშვილი გვარამიას საქმეზე - ე.წ. რეზონანსული საქმეები რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, ამგვარ ელფერს იძენს - შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აღქმა ბუნებრივია

როდესაც სამართალწარმოება ცნობილი პოლიტიკოსის ან მასმედიის წარმომადგენლის მიმართ მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აღქმა ბუნებრივია - ე.წ. რეზონანსული საქმეები, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, ამგვარ ელფერს იძენს, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

გვრიტიშვილის თქმით, ყველა შემთხვევაში, რომელი ინსტანციის სასამართლოც არ უნდა იყოს, განუხრელად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება და ყველა საქმეზე სამართალწარმოებას სამართლიანობის პრინციპის დაცვით ახორციელებს.

„კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. მოსამართლე მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს ემორჩილება. სწორედ ამიტომ, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ნებისმიერი სხვა ობიექტური დამკვირვებელი სუბიექტის მხრიდან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობით არის დაინტერესებული, ნებისმიერი ასეთი შეფასება და ქმედება რაღა თქმა უნდა, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც გარკვეულწილად სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობა საქმის შედეგის თვალსაზრისით“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, არაფორმალური გავლენის ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს.

„მე ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოვადგენ, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ცალკეული მოსამართლეების ღირსება და საქმიანი რეპუტაცია დაიცვას.

მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც საბჭოში ვართ წარმოდგენილი - 9 მოსამართლე წევრი, თუ ვინმე ამ ჯგუფს გავლენის ჯგუფად აღიქვამს, ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე არჩეული მოსამართლეები კანონმდებლობის საფუძველზე თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ, დაიცვან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და არავის, მიუხედავად მისი სტატუსისა, არ მისცენ შესაძლებლობა ჩაერიოს სასამართლოს საქმეებში“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა