ლევან იოსელიანი აშშ-ს კონგრესის და სენატის არჩევნებს დააკვირდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აშშ-ს კონგრესის და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიემგზავრება.

პარლამენტის ცნობით, ლოს ანჯელესში, სადაც არჩევნებს ლევან იოსელიანი დაესწრება, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით განხორციელდება.

"არჩევნები 5 დღეს გაგრძელდება. იოსელიანის ვიზიტი მიზნად ისახავს არჩევნების საუკეთესო პრაქტიკის - ამერიკული სტანდარტის გადმოტანას, უახლესი ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიის, აგრეთვე სიახლეების გაცნობას და არჩევნების მენეჯმენტის გადმოტანასა და დანერგვას საქართველოში.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამერიკის კონგრესისა და სენატის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაცია „საარჩევნო გამჭვირვალობის“ მიწვევით დაესწრება. მას შესაძლებლობა ექნება შტატის არაერთ უბანზე მიმდინარე პროცესის მონაწილე, დამკვირვებელი და მეთვალყურე იყოს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება