საბა ბუაძე - კალაძემ დაადასტურა, რომ არაფრით განსხვავდება არც ღარიბაშვილისგან, არც კობახიძისგან, არც მდინარაძისგან და არც ერთი იმ ადამიანისგან, რომელიც წარმატებით აგრძელებს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას

ის, რომ თბილისის მერი საკრებულოში არ მოვიდა და კითხვებს თავს არიდებს, თავისთავად პასუხია, როგორ უყურებს ბატონო კალაძე თავის მომავალს. თუ ვინმეს აქამდე ეგონა, რომ კალაძე ამ პარტიის განსხვავებული პოლიტიკური კაპიტალის მატარებელი იყო, მან მთელი 1 თვის განმავლობაში დაადასტურა, რომ არაფრით განსხვავდება, არც ღარიბაშვილისგან, არც კობახიძისგან, არც მდინარაძისგან და არც ერთი იმ სხვა ადამიანისგან, რომელიც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, წარმატებით აგრძელებს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზება აუცილებელია იმიტომ, რომ საკითხის პოლიტიზება არის გარანტი, რომ ეს იყოს ბოლო ტრაგედია.

"ასეთი ტრაგედიები აღარასდროს უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გრძელდება ეს ძალიან ცუდი პრაქტიკა, რასაც ჰქვია პოლიტიკის დემონიზება და გრძელდება ეს პრაქტიკა, რასაც მათ შორის ივანიშვილი წარმატებით ნერგავს ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკა არის ყველანაირი სიბინძურის ადგილი და პოლიტიკაში არ არსებობს რაციონალური და ღირსეული მარცვალი, რომელსაც შეიძლება, რომ ჩავეჭიდოთ. ვისმენთ, რომ საკითხის პოლიტიზირებას ნუ ახდენთო. საკითხის პოლიტიზება არის აუცილებელი, იმიტომ რომ საკითხის პოლიტიზება არის გარანტი იმისა, რომ ეს იყოს ბოლო ტრაგედია და გარანტი იმისა, რომ ეს არ იყოს მორიგი ტრაგედია ამ ქალაქში. ამისთვის არსებობს არჩეული ორგანოები, ზედამხედველი დაწესებულებები, რომ დაისვას კითხვები და როცა კითხვების დასმა დემონიზების საგანი ხდება და როცა კითხვების დასმის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა, ეს არის სიმპტომი იმ უმძიმესი მდგომარეობის, რომელშიც ჩვენი ქალაქი იმყოფებოდა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა