ანრი ოხანაშვილი კითხვაზე: რატომ არ მონაწილეობს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე - ეს ჩვენი უფლებამოსილება არ არის

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს, რომელიც იმავდროულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობს, სასამართლოს რეფორმაზე მომუშავე პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ის პარლამენტში გამართულ არც ერთ ასეთ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

“ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ არ იღებდა მონაწილეობას სამუშაო ჯგუფის სხდომებში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე და შესაბამისი კითხვით ჯგუფის ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილს მიმართა.

“პარლამენტის წევრთან კითხვა იმის თაობაზე, სასამართლოდან ერთი კონკრეტული მოსამართლე რატომ მონაწილეობს და მეორე - არა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ სამუშაო ჯგუფში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და უზენაესი სასამართლო მოვიწვიეთ. ამ ინსტიტუციებიდან ვინ მოვიდოდა, ეს ჩვენი უფლებამოსილება არ არის. ამას შიდა ორგანიზაციული მიდგომით კონკრეტული უწყება - ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი სკოლა წყვეტს.

თქვენ რა იცით, რომ სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით თუ მისი ინიციატივით არ მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წარმოდგენა საქართველოსთვის პარლამენტისთვის?!“ - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს. დაინიცირებული ცვლილებები კი დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაეგზავნება.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება