პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაასრულა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები და დასკვნის პროექტი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, ყველა კანდიდატს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში განაცხადი 19 პირმა შეიტანა, მათგან სამმა - ჯემალ ნათელაშვილმა, ნიკოლოზ ნიკოლაძე და გიორგი ცობეხიამ კანდიდატურები მოხსნეს. ასევე, კიდევ ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა პროცესს დღეს ბოიკოტი გამოუცხადა და გასაუბრებაზე არ მივიდა, თუმცა, მას კანდიდატურა მოხსნილი არ აქვს.

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი არიან:

ანა აბაშიძე - ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი;

ნაზი ჯანეზაშვილი - “საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი;

ნუგზარ კოხრეიძე - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ “თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე;

გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის მოადგილე;

სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი​;

მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს “არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი​;

თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

გიორგი მარიამიძე - “მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი;​

ლელა გაფრინდაშვილი - ორგანიზაცია “ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი​;

ქეთევან ჩაჩავა - ორგანიზაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი​;

სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი​;

ალექსანდრე კობაიძე - “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე;

იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი;

ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;​

მაკა მინდიაშვილი - “ხალხის ხმის“ დამფუძნებელი;

ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო