იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია პენიტენციური სისტემის მართვის ავსტრიულ გამოცდილებას გაეცნო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დელეგაციას ადგილზე გააცნეს პენიტენციური სისტემის მოწყობისა და მართვის მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კორნეუბურგის პენიტენციურ დაწესებულებაში მოადგილეებთან და სპეციალური პენიტენციურის სამსახურის უფროსთან, ნიკა ცხვარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ავსტრიასთან ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს და ავსტრიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი იუსტიციის სისტემის რეფორმების სფეროში მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10-წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები; მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, საკნის გარე აქტივობების ხელშეწყობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, რისთვისაც მსჯავრდებულებისთვის უკვე ამოქმედდა ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულებს, სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

სამინისტროს განმარტებით, უწყებისთვის პრიორიტეტულია ძლიერი, უსაფრთხო და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო